კომპანია "ენკა" - "ნამახვანჰესის" პროექტის ტერიტორიაზე დღეს მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდა, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა კვლევების გადახედვამდე არ დაიწყება

კომპანია „ენკა რინიუებლზი" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ნამახვანი ჰესის" პროექტის მშენებლობის ტერიტორიაზე დღეს მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდა, ხოლო რაც შეეხება კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა მხოლოდ კვლევების ვერიფიკაციის შემდეგ დაიწყება. მათივე ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოების დათვალიერების მიზნით დღეს ადგილზე იმყოფებოდა კომპანია "ენკა რინიუებლზის" ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე.

„კომპანია „ენკა რინიუებლზი" კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „ნამახვანი ჰესის" პროექტის მშენებლობის ტერიტორიაზე დღეს გაგრძელდა მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოები, ხოლო რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა მხოლოდ არსებული კვლევების ვერიფიკაციის შემდგომ დაიწყება.

კომპანია სრულად იზიარებს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ინიციატივას, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პროექტის განხორციელებისთვის ჩვენს ხელთ არებულ ყველა დასკვნასა და მასალას.

ამასთან, გვინდა ხაზგასით აღვნიშნოთ, რომ სწორედ წინა მოსამზადებელი სამუშაოების დათვალიერების მიზნით იმყოფებოდა დღეს ადგილზე კომპანია "ენკა რინიუებლზის" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე.

კომპანია ასევე იზიარებს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული შეთანხმების სხვა პუნქტებსაც. მათ შორის, რაც შეეხება განვითარების ფონდს, სადაც მოხდება ხეობის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პროექტების დასაფინანსებელი ფინანსური რესურსების მობილიზება და რაც მთავარია, ამ თანხას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა განკარგავს.

ვაცხადებთ, რომ უკეთესი ნამახვანისთვის ჩვენ კვლავინდებურად მზად ვართ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციისთვის მოსახლეობასა თუ ყველა სხვა დაინტერესებულ პირთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით