„ენკა რინიუებლზის“ დირექტორი - თავი ვალდებულად მივიჩნიე, ჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებთან მივსულიყავი და თანამშრომლობის დიალოგის რეჟიმში გადაყვანა შემეთავაზებინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კომპანია „ენკა რინიუებლზი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოებს აწარმოებს, ხოლო რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ, კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია, - განაცხადა "ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორი ნორვეგიულ-თურქული კომპანიის ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ წინასამშენებლო სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

მერაბ ლომინაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ „ენკა რინიუებლზი“ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ინიციატივას, შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კომპანიის მიერ მომზადებულ ყველა დასკვნასა და მასალას ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით.

„დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის პოზიციაზე და თავი ვალდებულად მივიჩნიე, მივსულიყავი ჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებთან და შემეთავაზებინა დიალოგის რეჟიმში თანამშრომლობის გადაყვანა. მე მათ დავუდასტურე, რომ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ხეობის განვითარების ფონდის ჩამოყალიბებაში. მისი მეშვეობით მხოლოდ ის პროექტები დაფინანსდება, რომელთაც თავად ხეობის მოსახლეები პრიორიტეტულად მიიჩნევენ. რაც მთავარია, ამ თანხას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა განკარგავს. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია პროექტის მოწინააღმდეგეებთან შესაძლებელი და აუცილებელია,“ - განაცხადა „ენკა რინიუებლზის“ ახალმა დირექტორმა.

მერაბ ლომინაძის განცხადებით, წინასამშენებლო სამუშაოები პროექტის განხორციელების ადგილას აუცილებლად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა