სამოქალაქო მოძრაობების და ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებიც „კომენდატის საათის“ გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტისკენ მიემართებიან

სამოქალაქო მოძრაობების და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წევრები ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მუსიკისა და შეძახილების ფონზე მსვლელობით მიემართებიან.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები 3 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც ისინი ფილარმონიასთან მივიდნენ. იქედან კი საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები "კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სცენის მონტაჟი პოლიციის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს, პარლამენტის წინ, სადაც კონცერტის გამართვა იგეგმება, ხმის აპარატურა მიიტანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარალმენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებინ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა