მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტური საგანმანათლებლო გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ გახსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტური საგანმანათლებლო გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ გახსნა, რომელიც საქართველოში ფრანგული უმაღლესი განათლებისა და კვლევის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საგანმანათლებლო გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისათვის, მოიძიონ სასტიპენდიო პროგრამები და ტრენინგები როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში – ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში. მინისტრის თქმით, საფრანგეთი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, სადაც სტუდენტები შეძლებენ ისწავლონ და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში, შეიძინონ ახალი ცოდნა და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები.

„ხარისხიან განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, საუკეთესო ინვესტიციაა. მაღალი ხარისხის განათლების მიღება ცხოვრებაში უდიდესი შესაძლებლობაა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ მსოფლიო პანდემიამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალა, მიეღოთ ხარისხიანი განათლება და კულტურათაშორისი გამოცდილება. ერთობლივი ძალისხმევით კი ეტაპობრივად შესაძლებელი ხდება სასწავლო პროცესის აუდიტორიებში დაბრუნება შესაბამისი პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რის ნათელ მაგალითს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმატებული პროექტი წარმოადგენს.

სტუდენტურ საგანმანათლებლო გამოფენაში „აირჩიე საფრანგეთი“ 30-მდე ფრანგულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთმა პრესტიჟულმა დაწესებულებებმა, როგორებიცაა: Sciences Po, the Ecole Polytechnique, the University Paris-Saclay, ასევე, საინჟინრო სკოლები, კულინარიული სკოლები, ენის ცენტრები და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა