მოძრაობა "X საზოგადოების” წევრებმა პარლამენტთან გალიები მიიტანეს და აქცია-პერფორმანსი გამართეს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების წევრების აქცია იმართება, მოძრაობა - "X საზოგადოების” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ ადგილზე გალიები მიიტანეს, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის კახა კალაძის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის, ასევე თენგიზ ცერცვაძის, პაატა იმნაძის და ამირან გამყრელიძის ფოტოებია ჩამოკიდებული.

"ბრძოლას ვუცხადებთ ამ მავნე რეგულაციას და ყველა იმ სამთავრობო პირს, ვინც ჯიუტად ცდილობს ჩვენს სახლებში გამოკეტვას!” - აღნიშნეს მოძრაობის წარმომადგენლებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა