რელიგიის საკითხთა სააგენტო კათოლიკური ეკლესიის მრევლს დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკური ეკლესიის მრევლს დღესასწაულს ულოცავს.

"კათოლიკური სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღეს ზეიმობს. წლევანდელი აღდგომაც, სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში აღინიშნება, თავად რომის პაპიც სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს. თუმცა, ეს მაინც ვერ ანელებს ქრისტეს აღდგომით მოგვრილ სიხარულს - სწორედ ამგვარი განწყობა იყო თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, სადაც სააღდგომო ლიტურგიას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელმა, ზვიად ტყაბლაძემ. ლიტურგიას ესწრებოდა სააგენტოს თანამშრომელი სოსო ფარულავა”, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო