პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების  საპროტესტო აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს. ამ წუთებში ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები მუშაობენ და პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტების ინფორმაციით, აქციაზე არავინ არ დაჯარიმებულა.

„საპროტესტო აქცია წარმატებით დასრულდა. ჩვენ დემონსტრაციულად დავარღვიეთ ,"კომენდანტის საათი” და "ქართულ ოცნებას” ვუთხარით, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ "კომენდანტის საათს”, რომელიც არ ემსახურება მოქალაქეთა ჯანდაცვის საუკეთესო ინტერესების გატარებას, არ შევეგუებით და ყოველთვის მოვითხოვთ ხელისუფლებისგან საკადრის პასუხს.

ჩემი ინფორმაციით, დღეს არავინ დაჯარიმებულა, თუმცა ცნობილი ხელწერაა აქციის მონაწილეების დაჯარიმება უკვე აქციის დასრულების შემდეგ. ამიტომ, დაველოდებით მოვლენებს. ჩვენი იურისტთა ჯგუფი აუცილებლად დაიცავს აქციის ყველა მონაწილეს”, - აღნიშნა "სირცხვილის" წევრმა ნოდარ რუხაძემ.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები 3 აპრილს, 17.00 საათზე 3 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ითხოვენ „კომენდატის საათის“ და ყველა იმ ჯარიმის გაუქმებას, რომელიც კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით არის გამოწერილი.

აქციის მონაწილეების შეფასებით, „კომენდატის საათი“ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური გზა არ არის და ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო