„სირცხვილიას” აქტივისტები ბათუმში ჩასვლას და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები ბათუმში ჩასვლას და მომხდარი მოვლენების გაპროტესტებას აპირებენ.

„სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის ზუკა ბერძენიშვილის განცხადებით, ისინი ბათუმში შეხვდებიან პასუხისმგებელ პირებს და „აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს იმ გაუგონარ ქმედებებზე, რაც მოხდა”.

„ბათუმში, „სირცხვილიას“ შტაბში ჩვეულებრივი სადამსჯელო ღონისძიება იყო. შევარდნენ, სცემეს, ძირს დაყარეს, გაუგონარ სცენარს ჰქონდა ადგილი. ადვოკატები უკვე ჩაერთვნენ, ჩვენც მივდივართ ბათუმში და ამას იქ ძალიან მწვავედ გავაპროტესტებთ. ვნახავთ პასუხისმგებელ პირებს და აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს ამ გაუგონარ ქმედებებზე”, - აღნიშნა ზუკა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში, წუხელ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას" ოფისთან ხმაური იყო. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველები შენობაში, სადაც ორგანიზაციაა განთავსებული, შევიდნენ და ადამიანები დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა