ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და დაფინანსებას მიიღებენ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე პირები, რომლებმაც ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ განვითარების შეფერხების, სენსორული და ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლებში მიიღეს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან და დაფინანსებას მიიღებენ.

მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის გათვალისწინებით, სწორედ ასეთი მოსწავლეებისათვის, ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხდება.

ცვლილება “უმაღლესი განთლების შესახებ“ კანონში ხორციელდება. როგორც მთავრობა განმარტავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები იძულებულნი არიან ზოგადი განათლება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში მიიღონ, რომლებიც სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

“კანონპროექტის მომზადების მიზანია იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახერხებენ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების საფუძვლის გაჩენა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 5 აპრილის სხდომაზე გავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა