"სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალურმა სამსახურმა საპილოტე კვლევა ჩაატარა

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალურმა სამსახურმა საპილოტე კვლევა ჩაატარა, რომლის ამოცანა იყო სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა განწყობების კვლევა არჩევნების ფარულობასა და ნების კონტროლთან მიმართებაში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“,,სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საპილოტე კვლევა თბილისში 2021 წლის თებერვალში ჩატარდა. კვლევაში,,მიზნობრივი სოციალური დახმარებების პროგრამების ერთიან ბაზაში“ მყოფი პირები მონაწილეობდნენ. კერძოდ, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 126 პირი.

პარტიის ინფორმაციით, გამოიკვეთა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვფიქრობთ საჭიროა დამატებითი სიღრმისეული კვლევების ჩატარება. კვლევა არის საპილოტე და რეპრეზენტატულობა რაოდენობრივ ნაწილში ვერ იქნება მტკიცებითი ხასიათის, თუმცა ჩვენთვის თვისობრივი მაჩვენებლები სარწმუნოა. აქცენტები გამოჩენილ მიგნებებზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

„კვლევაში მონაწილე ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ არჩევნები არაა ფარული და შესაძლებელია იმის გაგება თუ ვის მისცეს ხმა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ თუ გაიგეს (ხელისუფლებამ - აქ გულისხმობენ ,,ოცნებას“, გამგეობის თანამშრომლებს, სოციალურ აგენტებს) ხმა მისცეს ოპოზიციას, მაშინ შეუწყვეტენ სოციალურ დახმარებას და ვერანაირ დახმარებას ვეღარ მიიღებენ გამგეობიდან, მერიიდან. შესაბამისად არჩევანის გაკეთების დროს ზემოთ აღნიშნული განწყობები დიდი ალბათობით არჩევანზე გავლენას ახდენს.

წლების განმავლობაში არაოფიციალურად ხდებოდა იმ ,,ინფორმაციის“ გავრცელება, რომ თუ ხელისუფლებას არ დაუჭერ მხარს სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებ, იყო თვალსაჩინო პრეცედენტებიც (მათ შორის მედიით გაშუქებული), რაც ამას კიდევ უფრო ამყარებდა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს ამ მიმართულებით არასაკმარისი ცნობიერების კამპანიებისა და უყურადღებობის გამო, დაილექა და მეტად გავრცელდა არაფორმალურად ,,მცდარი“ ინფორმაცია.

ხაზს ვუსვამთ კვლევა არის საპილოტე. ჩვენი მიზანია ყურადღება მიექცეს გამოჩენილ მიგნებებს და საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, ფონდებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, ცესკომ, მედიამ და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იზრუნონ ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიღებაზე (ჩაატარონ სიღრმისეული კვლევები, გამოკითხვები), მეტად გააანალიზონ არსებული რეალობა თუ მიზეზები ამ ჭრილში, განსაზღვრონ შესაძლო რისკები და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშაონ. ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით ვფიქრობთ მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც ზოგადი პრობლემაა. შეკითხვებისთვის და თანამშრომლობისთვის გამოვთქვამთ მზაობას“,- აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

მათივე ცნობით, ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 1020375 პირი, მათგან საარსებო შემწეობას იღებს 532 242 პირი, აქედან თბილისშია 113 515 პირი, საიდანაც სრულწლოვანია 70 630 პირი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა