გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს  დაკრძალავენ

ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ. როგორც არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) მედიას განუცხადა, გურამ დოჩანაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

თუ სად დაკრძალავენ მწერალს, ამ დროისთვის უცნობია.

"ყველას ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას. დღეს 3:00 საათიდან 4:00 საათადე მოასვენებენ ბატონ გურამს და სამშაბათს, 6 აპრილს გასვენება იქნება. დეტალურად, თუ სად დაიკრძალება, დღის ბოლოს გაირკვევა. ბატონი გურამი ყველა ადამიანისთვის იყო უახლოესი არა მარტო, როგორც მწერალი, არამედ ძალიან დიდი პიროვნება მისი სიკეთით, ქრისტიანული მორალით, მისი მსოფლმხედველობით. უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ბატონი გურამი უკვდავია და მისი ნაწარმოებები, შემოქმედება საუკუნეებს აუცილებლად გაუძლებს", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

ცნობისთვის, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი" .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა