კაპანაძის ქუჩაზე მოსახლეობამ სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის მოთხოვნით აქცია გამართა

კუკიაზე, კაპანაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მოსახლეობა იმ ტერიტორიაზე, რომელიც, მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიამ აუქციონზე გაიტანა, მოედნის და სკვერის გაკეთებას ითხოვს.

მოსახლეობა ამბობს, არჩევნებამდე იყო დაპირება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობოდა სტადიონი და სკვერი, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ მოეწყოს სპორტული მოედნები, გაკეთდეს სკვერი. ჩვენ ამას გვპირდებოდნენ არჩევნებამდე. არჩევნების პერიდოში მოდიოდნენ და გვპირდებოდნენ, რომ ჩვენი მოთხოვნა შესრულდებოდა, თუმცა ეს დარჩა დაპირებად.

ტერიტორიას მერია უკვე ყიდის, რის შემდგომაც, სავარაუდოდ, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება", - განაცხადა აქციის მონაწილემ ირინა კიკნაძემ.

მოსახლეობის საპროტესტო აქციას მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე შეუერთდა.

დოლიძემ მერიას მიმართა, რომ მოხდეს მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაიწყონ მშენებლობა.

"წლების განმავლობაში მოსახლეობა ითხოვს მწვანე სივრცეს ამ ტერიტორიაზე. აქ უნდა მოეწყოს სივრცე, სადაც ბავშვები შეძლებენ თამაშს. აქ ბავშვებს ქუჩაში უწევთ თამაში. მერიამ ეს ტერიტორია გამოიტანა აუქციონზე. შესაძლებელია იყოს რაიმე სახის შეთანხმება და გარიგება, მაგრამ ისე ნუ გააკეთებენ, რომ აქ მოსახლეობას თავზე დააშენონ კორპუსები.

მერიამ გაიტანა ეს ტერიტორია აუქციონზე, როგორც ჩანს არჩევნების დამთავრებას დაელოდა.

მივმართავ მერიას და იმ კერძო პირს, ვინც დააპირებს ამ ტერიტორიის შესყიდვას, ნუ წავა ჩვენი შვილების ჯანმრთელობის და მომავლის წინააღმდეგ"- , განაცხადა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს