თეა ახვლედიანი - თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ზეიმობს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოქალაქეებს, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს დიდი ზეიმი და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებისთვის ისევე, როგორც კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული აღმსარებლობის მიმდევრებისთვის. თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს, რომელიც დღეს ზეიმობს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნოსის და რელიგიურ აღმსარებლობის ადამიანთა მეგობრული თანაცხოვრება, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთიერთპატივისცემასა და დაფასებაზე დამყარებული ურიერთობით ქმნიდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და სიმდიდრეს, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაძლიერდება და შემდგომში კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა