თბილისის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში აღდგომასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინა

დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ზეიმობენ. თბილისის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში საზეიმო წირვა არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა აღავლინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საზეიმო წირვას საქართველოში სომეხთა ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდა.

„სომეხ თანამოქალაქეებთან აღდგომის დღესასწაულის მისალოცად საქართველოს პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი მივიდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის, რელიგიის სააგენტოს სახელით აღდგომა მიულოცა, წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სასულიერო დასსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი, სანდრო შეყილაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა