უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირისთვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების წესი იცვლება

უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირისთვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების წესი იცვლება.

ცვლილება “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში იგეგმება, რომლიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს 5 აპრილის სხდომაზე წარედგინება.

კანონი უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთათვის, მათ მიერ 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი წესის მიხედვით, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს შეადგენს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, იმის გათვალისწინებით, რომ კომპენსაციის გაანგარიშება პირის მიერ ბოლოს დაკავებული თანამდებობის ბოლო ერთი წლის ხელფასის მიხედვით ხდება, ეს ზოგჯერ 15-20 წლის წინანდელ, ძალიან დაბალ თანამდებობრივ სარგოებს უკავშირდება და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინც მაგალითად, დიპლომატიური კარიერა 15-20 წლის წინ დაასრულა და ვინც 5-10 წლის წინ გავიდა პენსიაზე.

“კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად დაანგარიშებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო პენსიის ოდენობას არ აღემატება, რომელიც განისაზღვრება 70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის − 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერისათვის − 275 ლარით“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, კომპენსაციის გაანგარიშება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოს მიხედვით განხორციელდება. კერძოდ, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან გამომდინარე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა