გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედნიდან გენერალური პროკურატურის მიმართულებით პოლიტიკოს გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით საავტომობილო მსვლელობა დაიწყო.

როგორც წულაიას მეგობარმა გოჩა ჯოჯუამ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკოსი ივანიშვილის პირადი პატიმარია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესებული.

"პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც მთელი დასავლელი სამყარო ჩაშლილი მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთ მთავარ მოტივად ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, ამ ფონზე, პროკურატურისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად პირდაპირ ჩანს, რომ პოლიტიკური ზეწოლის შემდეგაა მიღებული მათი გადაწყვეტილებები. თუ აქამდე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ გოგი წულაია ივანიშვილების პირადი პატიმარი არ იყო, ახლა პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ ჩანს, რომ წულაია თავისი გამოხატვის მსხვერპლია, რაც ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გამოხატა. წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიანაა გაუარესებული", - განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

წულაია მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დღიდან, 19 მარტიდან მოყოლებული შიმშილობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო