შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც საღამოს პარლამენტთან სამუსიკო წარმოდგენა გამართეს, ამ ყველაფერს შეეშვან და დაიცვან შეზღუდვები

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინაც გამართეს პარლამენტთან საღამოს სამუსიკო წარმოდგენა, ამ ყველაფერს შეეშვან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა.

მისი თქმით, ქვეყანაში კიდევ ერთხელ ლოქდაუნის გამოცხადების ალბათობა, არსებობს.

„ალბათობა რა თქმა უნდა არსებობს. თქვენ იცით, რომ ევროპაში მესამე ტალღაა პანდემიის და ზოგიერთ ქვეყნებში ხდება უკვე ამ შეზღუდვების გამკაცრება. ასე რომ, გამორიცხული არაფერია არ არის, პირიქით, ამის ალბათობა რა თქმა უნდა არსებობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ განსაკუთებით სერიოზულად მოვეპყროთ ამ საკითხს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გუშინაც გამართეს პარლამენტთან საღამოს სამუსიკო წარმოდგენა, ამ ყველაფერს შეეშვან და სერიოზულობით მოეპყრონ ამ საკითხს. შესაბამისად, დაიცვან ის შეზღუდვები, რომელიც არსებობს, ეს არის ახლა ჩვენი ამოცანა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა