Bloomberg - ვაქცინაცია მსოფლიოს 151 ქვეყანაში მიმდინარეობს, ვაქცინების 652 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 151 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 652 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17.2 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 161 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ამასთან, ჩინეთში ვაქცინაცია 138 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 78 მილიონს, ინდოეთში კი 74 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53.2% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 18%-მა მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო