პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით,
შეხვედრზე 15 მაისი აქციისთვის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.
„განვიხილეთ ტექნიკური საკითხები. ეს არ არის რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ნაკარნახევი აქცია, არამედ ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კამპანიის მიზანია მაქსიმალურად გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს თანამოქალაქეებთან. რომელთა ნებაც არის განმსაზღვრელი 15 მაისის აქციის მიზნების და შემდგომი ნაბიჯების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.