ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" აქტივისტმა დაჭრა

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი მღებრიშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტმა დაჭრა.

„ოცნების აქტივისტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაჭრა ცივი იარაღით. საკრებულოს ჩვენი ფრაქციის წევრი. ოცნების მმართველობის მეცხრე წელს. დამნაშავე არ დაუკავებიათ“, - წერს დეკანოიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დაჭრის ფაქტი დღეს მოხდა. საკრებულოს წევრს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა