იან კელი - ნატო-ს სჭირდება საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო

ნატო-ს სჭირდება საქართველო - საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ის.

„ნატო-ს სჭირდება საქართველო - საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო და ჰყავს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ამ ორის წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც ამის მისაღწევად მუშაობს", -აცხადებს ყოფილი ელჩი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა და რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს სჭირდება ის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა