ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად.

„კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

მომდევნო კვლევითი ნაშრომი "დომინანტური ვალუტის პარადიგმა და ფინანსური დოლარიზაცია" სებ-ის თანამშრომლების, თამთა სოფრომაძის და შალვა მხატრიშვილის, და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრჩეველის გიორგი ბარბაქაძის მიერ მომზადდა. კვლევის მთავარი მიზანია, შეისწავლოს სესხების დოლარიზაციის როლი აშშ დოლარის გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემის კუთხით. მცირე ზომის, ნაწილობრივ-დოლარიზებული ქვეყნების ანალიზის საფუძველზე შეფასებულია გაცვლითი კურსის ინფლაციაზე გავლენის სიძლიერე. როგორც შედეგები მოწმობს, რაც უფრო მაღალია ფინანსური დოლარიზაცია, მით უფრო ძლიერია გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა, რაც საგარეო შოკებთან გამკლავებას ართულებს. თეორიული თვალსაზრისით, მარტივი დინამიკური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის მოდელის საშუალებით ნაჩვენებია თუ როგორ ცვლის ფინანსური დოლარიზაციის არსებობა გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე გადაცემას. მცირე ზომის, ღია ტიპის, დოლარიზებული ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებისათვის წარმოდგენილი შედეგები განსაკუთრებით საინტერესოა.

კვლევითი ნაშრომის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის