ამირან გამყრელიძე - დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი რიცხვით გვაქვს 2,48%, რაც მომატებულია როგორც 7-დღიან, ასევე 14 - დღიან მონაცემებში

დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი რიცხვით გვაქვს 2,48%, რაც მომატებულია როგორც შვიდ დღიან მონაცემებში, ასევე 14 - დღიან მონაცემებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დადებითობის მაჩვენებელი გაზრდილია და ვაქცინაციის გააქტიურებამ უნდა შეაკავოს ეპიდსიტუაციის გაუარესება ქვეყანაში.

„დღეს დილის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 228 ახალი შემთხვევა, მაგრამ კვირას ეს რიცხვი ყოველთვის ვარდება, რადგან ტესტირების რაოდენობა ქვეყანაში არის 9 211, დილის 9 საათის მონაცემებით და შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი რიცხვით გვაქვს 2,48%, რაც მომატებულია როგორც შვიდ დღიან მონაცემებში, ასევე 14 დღიან მონაცემებში. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მხედველობაში მაქვს პრევენციულ ღონისძიებები, ერთის მხრივ რეკომენდაციების დაცვა და მეორეს მხრივ ვაქცინაციის მეტად გააქტიურება და ამის საშუალება უკვე ბევრად მეტი გვაქვს ვიდრე გვქონდა 2-3 კვირის წინ. ვაქცინაციამ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ შევაკავოთ ეპიდსიტუაციის გაუარესება და მაისში-ივნისში შევიდეთ შედარებით მშვიდობიანად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა