ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.

ამასთან, გამყრელიძის თქმითვე, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა.

„იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე წინა საბჭოზე იყო საუბარი. ახლა, როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დიახ, გიდასტურებთ, რომ აჭარაშიც ზრდის გარკვეული დინამიკა გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძე - თუ არ გვინდა, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში და ქვეყანაში გამეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს