ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში

ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ პრეზენტაცია გაიმართა.

გამყრელიძის განმარტებით, თავისუფლად შეიძლება აცრების რიცხვის გაზრდა, რადგან უკვე სამყოფი ვაქცინაა ქვეყანაში.

„ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი - არის “ასტრაზენეკა”, არის “ფაიზერი” და ახლა უკვე შემოგვემატა ჩინური ვაქცინა “სინოფარმი”, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ რიცხვი. დღეიდან 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო აცრებში, დაემატა ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები და მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მაქსიმალურად მოსახლეობა და გთხოვთ კიდევ ერთხელ დაგვიჭიროთ მაქსიმალურად მხარი”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით