ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ექვსი თვეა ჯიუტად ასრულებენ იმას, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესში შედის

ექვსი თვეა ჯიუტად ასრულებენ იმას, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესში შედის, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, შეუწყვეტს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილებას იმ შემთხვევაში, თუკი ამ მოთხოვნით ისინი პარლამენტს კვლავ მიმართავენ, ქადაგიშვილის პასუხია „არა".

„ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მეგობარი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ დარჩა, რომელიც ოპოზიციას არ მოუწოდებს, რომ ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი დააფასოს, შებრძანდნენ პარლამენტში და იქ იმუშაონ საქართველოს მომავლისთვის, იქვე ამბობენ, რომ ხალხის მიერ ოპოზიციისთვის მიკუთვნებული ადგილები რომ ცარიელია, ეს რუსეთის ინტერესებშია. აქედან ნათლად ჩანს, ვისი პოლიტიკის ინტერესშია ის ქმედებები, რომელსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებენ. ერთია თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ინტერესი, მეორეა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესი. ექვსი თვეა ჯიუტად ასრულებენ იმას, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესში შედის, მიჰყვებიან დესტაბილიზაციის გეგმას ნებსით თუ უნებლიედ. ექვსი თვეა, ქართველი ამომრჩეველი და მთელი დასავლეთი მოთმინებით მოუწოდებთ მათ, რომ გონს მოეგონ და მუშაობა გააგრძელონ საქართველოსთვის. ჩვენ ამ მოთმინებით გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის განხორციელებას,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო