ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 27 მილიონი ლარით აფინანსებს.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, დაახლოებით 315 კილომეტრი ქსელი მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 14 რეზერვუარს. გარდა ამისა, აშენდება ახალი რეზერვუარები, ასევე გაკეთდება 18 ჭაბურღილი. სოფლები - ანაგა ,ვაქირი, საქობო, ბოდბისხევი, ტიბაანი, ჯუგაანი, ქვემო ბოდბე, ქვემო მაღარო, ამ პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებს 24 საათიან, მაღალი სტანდარტით დამუშავებულ წყალს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელისა და ჭაბურღილების მოწყობას. ასევე, აშენდება ახალი რეზერვუარები, წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატორო.

ამასთან, სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლების - ანაგის, ვაქირის, საქობოს, ბოდბისხევის, ტიბაანის, ჯუგაანის, ქვემო ბოდბისა და ქვემო მაღაროს მოსახლეობა, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად - 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა