შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდება ოპოზიციას - კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში

პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდებათ ჩვენს ოპონენტებს, ისინი არიან ახლა ზედმეტად დატვირთული რაღაც აზრებით, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი კითხვას, სჭირდება თუ არა ქვეყანას პოლიტიკური გადატვირთვა და როგორ ესახება პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზა.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, ხელოვნურია.

„მათ სჭირდებათ გადატვირთვა. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არის საჭირო და ეს ნარატივი ყველამ უნდა დავივიწყოთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს არჩევნები როგორ ჩატარდა, ვინაიდან ახლა უკვე არის ე.წ. კრიზისი. ეს არის შემდეგი ტყუილი, რადგან თუკი არჩევნები იყო ზუსტი და ამომრჩევლის ნება აისახა შედეგებზე, რა კრიზისზე შეიძლება საუბარი? კრიზისი რომც არსებობდეს, გამოდის, რომ ყალბი კრიზისია. ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას ვხედავთ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ქმედეთი, რა კრიზისზეა საუბარი, კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა