პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების” ახლანდელ ლიდერებს ძალაუფლება მიღებული აქვთ მემკვიდრეობით და ყველა მექანიზმს, რომელიც ხალხის გადაწყვეტილების პროცესში შემოყვანას გულისხმობს, ეწინააღმდეგებიან

„ქართული ოცნების” ახლანდელ ლიდერებს, რომლებსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი, კობახიძე, ძალაუფლება მიღებული აქვთ მემკვიდრეობით და არა ხალხისგან, შესაბამისად ყველა მექანიზმს, ყველა მსჯელობას, რომელიც ხალხის გადაწყვეტილების პროცესში შემოყვანას გულისხმობს, ეწინააღმდეგებიან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონსენსუსს მიაღწიონ.

„ჩვენ ვიყავით ის ძალა, რომელიც მაქსიმუმს აკეთებდა ოპოზიციის ფრონტზე, რომ კონსოლიდაცია მომხდარიყო. ჩვენი შემხვედრი ნაბიჯი იყო ის, რომ არა კატეგორიული მოთხოვნა, რომელსაც ჩვენი კოლეგები ითხოვდნენ - ვადამდელი არჩევნები და მორჩა, ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა და ამ შეთანხმების გზაზე ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ მექანიზმზე შეთანხმება - ეს არის კომპრომისული, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემოვიყვანოთ ხალხი და არა “ქოცური” სიმართლე და არა ის, სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი არჩევნები გაყალბა - საქართველოს სჭირდება, რომ კონსენსუსი ნახოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, საქართველოს სჭირდება შეთანხმება პრინციპულ საკითხზე, რომ დღეის მერე ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ამაზე მზაობა არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ ამას თავის ობიექტური მიზეზი აქვს. ობიექტური მიზეზი არის ის, რომ “ქართული ოცნების” ახლანდელ ლიდერებს, რომლებსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი, კობახიძე, ძალაუფლება მიღებული აქვთ მემკვიდრეობით და არა ხალხისგან, შესაბამისად ყველა მექანიზმი, ყველა მსჯელობა, რომელიც ხალხის გადაწყვეტილების პროცესში შემოყვანას გულისხმობს, ეწინააღმდეგებიან”, - განაცხადა მანჯგალაძემ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა