შალვა პაპუაშვილი - მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია - მოგვმართავენ და კიდევ ერთხელ ვეტყვით უარს

მოგვმართავენ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, შეუწყვეტს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციას საპარლამენტო მანდატებს, თუ ისინი ამ მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ პარლამენტს.

„მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია, ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ ეს. მოგვმართავენ კიდევ ერთხელ და უარს ვეტყვით კიდევ ერთხელ - ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა არგუმენტით არ შეუწყვეტენ მანდატს, პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ამის არგუმენტი არის თითოეული დეპუტატის ნება მიაჭიროს თითი ღილაკს ან არა“.

ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.

იხილეთ ვიდეო:მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია - მოგვმართავენ და კიდევ ერთხელ ვეტყვით უარს - შალვა პაპუაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა