მიხეილ სარჯველაძის აზრით, თუ პარლამენტი კვლავ არ დააკმაყოფილებს ოპოზიციონერების განცხადებებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან წინააღმდეგობაში არ მოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის აზრით, თუკი პარლამენტი კვლავ არ დააკმაყოფილებს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ასეთი გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან წინააღმდეგობაში არ მოვა.

„მესმის, რომ ოპოზიციას დიდი სურვილი აქვს მათ მიერ ინსპირირებული ხელოვნური კრიზისი რეალურ კრიზისში გარდაიქმნას. ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იმ რეალობის შესაბამისი იქნება, რაც ქვეყნის ინტერესისთვის არის ოპტიმალური და საჭირო და არა კონკრეტული პარტიებისა და მათი გეგმებისათვის", - აღნიშნა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათ სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო