კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE, CAE, TKT და Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ვადაში მსურველებმა ელექტრონულად უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტაცია.

„დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე. ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:

Paper-based KET – 14 ივნისი

Paper-based PET - 14 ივნისი

Paper-based FCE – 21 ივნისი

Paper-based CAE – 19 ივნისი

Paper-based TKT – 24 ივნისი

Paper-based Young Learners Exam – 17 ივნისი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ადმინისტრირებას 2013 წლიდან უწევს და მომხმარებელს მომსახურების მაღალ ხარისხსა და ტესტირებისათვის ხელსაყრელ, კომფორტულ პირობებს სთავაზობს. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გადახდის შესაძლო საშუალებები, ტესტის ნიმუშები, სააპლიკაციო ფორმა და სხვ. იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2371

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა