ლევან სამუშია - პრემიერი ღარიბაშვილი ზიზღისა და ძალადობის პოლიტიკას აწარმოებს, სხვა მეტი „ქართულ ოცნებას“ არაფერი დარჩენია

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ზიზღისა და ძალადობის პოლიტიკას აწარმოებს, სხვა მეტი „ქართულ ოცნებას“ არაფერი დარჩენია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას „ხელისუფლება მოპარული აქვს“.

„როდესაც პრემიერ-მინისტრია ღარიბაშვილი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ღარიბაშვილის ქმედებები. ის მხოლოდ და მხოლოდ ზიზღისა და ძალადობის პოლიტიკას აწარმოებს, სხვა მეტი „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ დარჩენია, ხელისუფლება მოპარული აქვს.

ვოლსკის რეაქციის, რა რეაქციაც აქტივისტების მიმართ ჰქონდა, „გაპრავებას“ ცდილობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ესაა პირდაპირ დირექტივა ზევიდან ქვევით“, - განაცხადა სამუშიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა