სოზარ სუბარი - ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, ციხეში რომ კლავდნენ - ზოგადად, ნიუტონის მესამე კანონია თუ არ ვცდები, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას

ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ - ქმედება იწვევს უკუქმედებას, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მისაღებია ბათუმში კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ცოცხების სროლა.

სუბარი აცხადებს, რომ ამ ქმედებას ის არ ახალისებს.

„ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, ციხეში რომ ადამიანებს კლავდნენ. ზოგადად, ნიუტონის მესამე კანონია თუ არ ვცდები, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას, მარტო ფიზიკაში და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. წახალისებული ჩვენგან არ არის. ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს მათ და შეახსენებს..."- აცხადებს სუბარი.

დამაზუსტებელ კითხვაზე მისაღებია თუ არა აღნიშნული ქმედება მისთვის, სუბარი აცხადებს - „მე არ მითქვამს მისაღები და მიუღებელი, მე არ ვახალისებ".

„მე გითხარით, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას, თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხიც ეგეთივე იქნება,"- განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა