გრიგოლ გეგელია - მზად ვართ, კრიზისი მედიაციის საშუალებით გადაიჭრას, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომლის პრემიერმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ფორმატი უშინაარსო ყოფილა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარტია არ აპირებს ფასილიტატორების ჩართულობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდის აყირავებას.

გრიგოლ გეგელიამ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან „უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო“ არ აქვს და ორიენტირებულია პროექტების განხორციელებაზე.

როგორც გრიგოლ გეგელია განმარტავს, „პოლიტიკურად უგუნური საქციელია, ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ჩადის“.

„ჩვენ მზად ვართ, ეს კრიზისი გადაიჭრას მედიაციის საშუალებით. არ ავაყირავებთ ამ მაგიდას „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომლის პრემიერმაც პირდაპირ განაცხადა, რომ თურმე, ეს ფორმატი უშინაარსო ყოფილა და ძალისხმევის გაღებას არ აპირებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს.

ჩვენ მივდივართ ამ კომპრომისზე, მედიაციის მხარეს ვიქნებით და არ ვიქნებით ღარიბაშვილის მსგავსად დესტრუქციული. მზად ვართ ვიმსჯელოთ იმ ინტერესით, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმ სამწუხარო ვითარებაში, როდესაც ერთ მხარეს, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად დესტრუქციულ „ქართულ ოცნებას“ რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი უშინაარსოა. ამაზე უარესს პრეზიდენტ მიშელის ფორმატის მიმართ ვერავინ იტყვის“, - აცხადებს გეგელია.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით