განათლების სამინისტრო - დაბა „ჯვარში“ სამი სასწავლო სახელოსნო შენდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში პროფესიული სტუდენტები იატაკისა და ფილის სამუშაოების, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის, საბათქაშე და სამღებრო სამუშაოების პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან. პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება ხუთასი ათასი ლარია.

სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებსა და კოლეჯში არსებულ მდგომარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნო. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კოლეჯის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე არსებული საჭიროებები და სასწავლებლის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

კოლეჯი „ლაკადა“ წალენჯიხისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ელექტროობის, სამკერვალო წარმოების, კულინარიისა და საფინანსო მომსახურების მიმართულებით ახორციელებს. კოლეჯი მსურველებს, ასევე, სთავაზობს ინტეგრირებულ პროგრამებს და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო