ლევან იოსელიანი - 20 ივნისის ფიგურანტების მიმართ უნდა მოხდეს ყველანაირი დევნის შეწყვეტა, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს

20 ივნისის ფიგურანტების მიმართ ყველანაირი დევნის შეწყვეტა უნდა მოხდეს, ეს არის სწორი. ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

იოსელიანი ელოდება, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელიასთან მიმართებით სასამართლო და ხელისუფლება.

"მე მაქვს ერთი მოლოდინი, რაც არის ჩემის აზრით, სწორი, თუ ნაბიჯს გადადგამს სასამართლო და ნაბიჯს გადადგამს მმართველი პარტიაც და ხელისუფლებაც, რომ 20 ივნისის საქმეები უნდა შეწყდეს, დასრულდეს. თუ ჩვენ სადღაც ვერ მოვნახავთ სივრცეს, რომ პოზიციები დავაახლოვოთ და ეს ყველაზე მარტივი 20 ივნისის საქმეებზეა, რადგან ის, რაც კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ეწერა, რომ საყოველთაო ამნისტია უნდა იყოს და 20 ივნისის ფიგურანტების მიმართ ყველანაირი დევნის შეწყვეტა მოხდეს, ეს არის სწორი. ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს. ამიტომ ველოდები, რომ ნიკა მელიას მიმართაც ამ სულისკვეთებით და ამ კონტექსტით იქნება შეთანხმება მიღწეული," - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო