გიორგი ხანიშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების ანგარიშს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ონლაინ შეხვედრაზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმდინარე პროექტების ანგარიშს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ, მჭიდრო თანამშრომლობით, დარგისთვის არაერთი საინტერესო და აუცილებელი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, სამინისტრო, ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 10 წლიან გეგმაზე მუშაობს, სადაც FAO -ს ექსპერტული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება “, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

„მოხარული ვარ სამინისტროს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობით. ჩვენი საქმიანობა პირდაპირკავშირშია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის კუთხით“, - განაცხადა FAO -ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იყო სოფლის მეურნეობის სექტორში ENPARD III - ის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის, კერძოს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხები.

უწყების ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს