მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიას ფაქტორი არ ყოფილა და ოპოზიციის მხრიდანაც კი არ უნდა ყოფილიყო წინაღობა მოლაპარაკებების შედეგიანად დასამთავრებლად

რიგი ოპოზიციური პარტიები მართლმსაჯულების ამ საქმეს განიხილავდნენ როგორც წინაღობას, ეს იყო შეცდომა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია რა შუამდგომლობას დააყენებს 8 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა.

სარჯველაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა სწორი არ ჰგონია.

"ბატონი ნიკა მელიას ფაქტორი არ ყოფილა და ოპოზიციის მხრიდანაც კი არ უნდა ყოფილიყო წინაღობა მოლაპარაკებების შედეგიანად დასამთავრებლად, ასეთია, რეალობა. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, რიგი ოპოზიციური პარტიებისა მართლმსაჯულების ამ საქმეს განიხილავდნენ, როგორც წინაღობას. ეს არ იყო სწორი და ეს იყო შეცდომა. ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს, ამის საფუძველზე შემდგომ პოლიტიკურ დებატებში და დისკუსიებში ამ საქმის გამოყენება მე არ მგონია, რომ სწორი იყოს. სხვა რაიმეს თქმა, ნამდვილად არ შემიძლია", - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს