IRI-ის კვლევა - მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% - „ნაცმოძრაობას“, 3% -3% - „ევროპულ საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 18% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“.

გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა:„ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია „ლელოს“ მისცემდა, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10 % ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს