IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, 27% - "ქართული ოცნებას", ხოლო 26% - “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” ასახელებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე - "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში", გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 26% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ არ მისცემდა, 9%-მა „პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა, 8%-მა კი - „გირჩი“ დაასახელა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა პარტია „გაერთიანებულ საქართველოს“, 5%-მა - „ლეიბორისტული პარტია“ დაასახელა, 5-5%-მა - „მოქალაქეები“ და „ევროპული საქართველო“, 4%-მა - პარტია „სამართლიანობისთვის“, 4%-მა - პარტია „ლელო“, 2-2%-მა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“, 1 %-მა დაასახელა სხვა პარტია, 6%-მა - არცერთი, 26%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს ან არ იცის.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა