IRI - გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად აშშ-სა და ევროკავშირს მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69 %-ს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია.

კითხვაზე, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელს მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, აშშ გამოკითხულთა 69 %-მა დაასახელა, 54%-მა - ევროკავშირი, 23%-მა - უკრაინა, 17%-მა - აზერბაიჯანი, 13%-მა - თურქეთი, 11%-მა -სომხეთი, 9%-მა - რუსეთი, 4%-მა - ჩინეთი, 3%-მა - ირანი, 1%-მა განაცხადა, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ჩამოთვლილთაგან არცერთ ქვეყანას მიიჩნევს, 3%-მა კი განაცხადა, რომ არ იცოდა, ან კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები IPM -ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს