თსუ-ში პროექტის "ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში მომზადებული 11 ახალი კურსის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) ფარგლებში მომზადებული 11 ახალი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კურსები მომზადებულია თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის, კერძოდ კი მასწავლებელთა მოსამზადებელი 30 კრედიტიანი სასწავლო პროგრამისთვის.

პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, თსუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ.

„ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ბოლო პერიოდში, ბევრი რამ გაკეთდა. რაც აისახა როგორც ინკლუზიური კლასების გაჩენაში, ისე ღირებულებების ცვლილებაში. შეიცვალა განწყობები და ყინული გატყდა, სტერეოტიპები ამ მიმართულებით ჩამოიშალა. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი საშური საქმეა ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებისთვის. ბევრი სპეციალისტია მოსამზადებელი და მათთვის მეტი განათლების მიცემა და გამოცდილების გაზიარება ჩვენი ერთობლივი მიზნების მიღწევის საწინდარი იქნება,“- აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება თსუ-ს კოორდინაციით. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით. თსუ-სთან ერთად პროექტის განხორციელებაში ჩართულია რვა ადგილობრივი და ოთხი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

„მოვიდა ის დრო, როცა უკვე სხვა დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ ინკლუზიური განათლების შესახებ. დღეს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი ინკლუზიურ განათლებას შეეხება და გულისხმობს სისტემის ინკლუზიურობას და არა ცალსახად შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდაჭერას და განათლებას. ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ უშუალოდ სისტემა გახდეს ინკლუზიური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები იქნება სწორედ ის საშუალება, რომელიც გააკეთებს ღირებულ საქმეს და გაზრდის ბევრ თაობას “, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ

თსუ შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორის, თსუ ასოცირებული პროფესორის და პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ კოორდინატორის თამარ მახარაძის თქმით, პროექტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 ახალი კურსი, სპეციალური მასწავლებლის სასერთიფიკატო პროგრამა და ხუთი მოკლე სატრენინგო კურსი მომზადდა.

„ჩვენი პროექტის ამოცანაა ახალი აკადემიური კურსებისა და მოდულების განვითარება, სპეციალური მასწავლებლების მოსამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება, მოკლე სატრენინგო პროგრამის მომზადება, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელების ჩამოყალიბება სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით,“- აღნიშნა თამარ მახარაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება