IRI – გამოკითხულთა 88% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთისგან ემუქრება.

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს, 88%-მა რუსეთი დაასახელა, 7-7%-მა აზერბაიჯანი და თურქეთი, 7%-მა - შეერთებული შტატები, 4%-მა -ირანი, 3%-მა - სომხეთი, 2%-მა - ჩინეთი, გამოკითხულთა თითო პროცენტზე ნაკლები მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე უკრაინა და ევროკავშირია, 3%-მა კი არ იცოდა ან კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები IPM -ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა