სალომე სამადაშვილი - IRI-ის კვლევა დღეს რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ

ეს გამოკვლევა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, ჩემი აზრით, რეალობას არ ასახავს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ეს კვლევაც აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი არის პოლარიზებული“.

„ამას კვლევაც არ სჭირდება, რადგან ვხედავთ ჩვენს გარშემო, რომ საზოგადოება პოლარიზებულად არის გაყოფილი. ნახევარს მიაჩნია, რომ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, შესაძლოა ნახევარს მიაჩნია, რომ არ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. როდესაც ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ეს გამოკვლევა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, ჩემი აზრით, დღეს, რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ. ანუ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა და ეს კვლევა დასრულდა 26 თებერვალს. ჩემი აზრით, დღეს, რომ ჩაატარო კვლევა, საბოლოო ჯამში, ვვარაუდობ, საერთოდ განსხვავებულ სურათს მიიღებთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ელიტა კრიზისიდან ვერ გამოდის.

„პირდაპირ, რომ ვთქვათ, პოლიტიკური ელიტა, თუ მოთამაშეები ამ კრიზისიდან ვერ გამოვდივართ, ამიტომ მივცეთ სადავეები გადაწყვეტილების უფლება ხალხს, ჩავატაროთ პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ - არა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% - წინააღმდეგია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა