გიორგი კანდელაკი - IRI-ის კვლევა აჩვენებს, რამდენად დაცემულია ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებით, IRI-ის კვლევა აჩვენებს, რამდენად დაცემულია ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ.

„მათ მთლიანად გაფლანგეს ის კრედიტი, რაც ჰქონდათ პანდემიის დროს, მათ შორის, კოვიდის ბოროტად გამოყენების გამო.

რაც შეეხება ბოიკოტის თემას, რა თქმა უნდა, ბოიკოტი არავის მოსწონს და უდავოდ ცუდი ამბავია, მაგრამ ამავე დროს, ამ კვლევის კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ გამოკითხულთა ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ, როდესაც არჩევნები სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა“,- განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% - წინააღმდეგია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!