გია ვოლსკი - გიორგი გახარიამ ხალხის საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება მაშინ მიიღო, როცა პრემიერი იყო - გადადგომის შემდეგ ერთხელ გამოჩნდა და რეიტინგი ეკრანზე ერთი გაელვებით არ მიუღია

რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარიამ ხალხის საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება მაშინ მიიღო, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო - საზოგადოებივი აზრის კვლევაც სწორედ ამ პერიოდშია ჩატარებული, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევებში გიორგი გახარიასადმი მოწონების მაღალ მაჩვენებელს.

აქვე ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად მისი და “ქართული ოცნების“ გუნდის დამოკიდებულება გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ მკვეთრად უარყოფითია.

“მას ჩემი პირადი სიმპატია და მთელი გუნდის მხარდაჭერა, გვერდში დგომა გარანტირებული ჰქონდა, რაც პრემიერ-მინისტრის წარმატებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, თუმცა როცა საქმე პრინციპულ მომენტზე მიდგა, მისი ქცევა მისაღები არ არის. როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება, არ ვიცი, რადგან ამ პერიოდის კვლევა არ ჩატარებულა. გახარია თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ერთხელ, მოკლე კომენტარით გამოჩნდა და მას ასეთი რეიტინგი ეკრანზე ერთი გაელვებით არ მიუღია“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ “გახარია ელექტორატის ხმებს წაიღებს, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს მხოლოდ “ქართული ოცნების“ ხმები იყოს“.

“არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას მიესალმება“, - დასძინა გია ვოლსკიმ.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გიორგი გახარია მოწონების რეიტინგში კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ მეორე ადგილზეა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა