ხატია დეკანოიძე IRI-ის კვლევაზე - "ქართული ოცნება" ახერხებს შეინარჩუნოს პოლარიზაციის მაღალი დონე - ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პარტიის მომხრეა

“ქართული ოცნების“ მიერ წინა ხელისუფლებაზე საუბარი აღარ გაჭრის, რადგან ცხრა წელია, რაც მმართველობაში არიან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოძემ IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

“პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ დეკანოიძემ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თებერვალში ჩატარდა და როგორც ამ კონტექსტში აღნიშნა, თებერვლის შემდეგ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც ქვეყნის იმიჯი დააზიანა და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

“პოლიტიკურმა კრიზისმა შთანთქა მათ შორის მედია სივრცე, ძალიან ბევრი მოვლენა გადაფარა, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი იმის გამო არსებობს, რომ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს. მაშინ როდესაც მოსახლეობას უმძიმესი პრობლემები აქვს, “ქართული ოცნება“ მმართველობის 9-წლის თავზე კვლავ ახერხებს იმას, რომ ცოცხებით ირბინოს და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ცივი იარაღით დაჭრას. ახერხებს შეინარჩუნოს პოლარიზაციის მაღალი დონე. ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ - არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პარტიის მომხრეა. შევედით ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც გამოსვლა ამ ხელისუფლების პირობებში, არ მესახება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% თვლის, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად გაუარესდა“ (37%) და „მნიშვნელოვნად გაუარესდა" (39%).

გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად“ ან „ძალიან“ ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა