მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით თბილისის მერიის მიერ მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, 6 აპრილს ღამის 23:00 სთ-დან 7 აპრილის საღამოს 19:00 სთ-მდე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

იმისთვის, რომ მაგისტრალური ქსელი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული დაზიანებისგან და საფრთხე არ შეექმნას დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას, კომპანია თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. არსებულ არეალში სამუშაოების სპეციფიკიდან და წყალსადენის ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე ჯივიპი სამუშოებს რამდენიმე ეტაპად ჩაატარებს.

პირველ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დამონტაჟებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 6 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

გელოვანის გამზირს, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ლვოვის ქუჩების ნაწილს, ზაქარიაძის ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირს ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მ/რ-ებს, რამაზ ჩხიკვაძის, მინდელის, შავგულიძის, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძე, ქავთარაძის, ძოწის, პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, დელისის, თვალჭრელიძის და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას I და II აგარაკებს, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიღომი 7: ფერაძის, ციციშვილის, ძნელაძის, სოლოღაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. მუხათგვერდის, დასახლებას.

სოფელ დიღომში: სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს.

ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათგვერდის და რეაქტორის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, ნატახტარს, წიწამურს და წეროვანის დასახლებას.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა