გიგი წერეთელი - პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს და დასრულებისკენ სვლის დასაწყისი უნდა დავინახოთ - ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება კარგი ნაბიჯი შემდგომი მოლაპარაკებისთვის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროში პოლიტიკური საფუძვლით ზის და მისი გათავისუფლება სწორი იქნება, “მაგრამ აქ არ არის მხოლოდ ნიკა მელიას საკითხი, აქ, არის სხვა თემები“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს.

„ყველაფერი ერთმანეთს ასე როგორ ემთხვევა? ანუ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა არის საპატიმროში, ნიკა გვარამიაზე საქმე არის აღძრული და სასამართლოში დადის, „ლელოს“ დამფუძნებლებზე საქმეები არის აღძრული. ანუ, პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი პრობლემაა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულებისკენ სვლის დასაწყისი უნდა დავინახოთ“, - განაცხადა წერეთელმა და აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება კარგი ნაბიჯი შემდგომი მოლაპარაკებისთვის“.

„თავად ნიკა მელია და სხვებიც, არ ცვლიან საკუთარ თავისუფლებას იმ მნიშვნელოვან დემოკრატიულ გამარჯვებაში, რომელიც არა ოპოზიციას, არამედ ქვეყანას ექნება. თუკი ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ გაყალბებით და ყელში წაჭერით არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს, შევთანხმდებით ამ პრინციპებზე და ჩავატარებთ ახალ არჩევნებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, პროცესის მონაწილე თვითონ ნიკა მელიაც უნდა იყოს და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მაგიდასთან უნდა იჯდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს